ინტელის ძირითადი კურსი - „პროექტებით სწავლება და
ისტ. - ის ინტეგრირება“
2013 წლის დეკემბერი
ტრენერი:
ხათუნა ციხელაშვილი
მასწავლებელი: თამარ ბიწაძე
ინტელის პროგრამის მიზანია კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.
პირველი დღის ტრენინგის მიზანი იყო უკუკავშირი, სხვების მიერ შექმნილი ნამუშევრების დათვალიერება და განხილვა. გავეცანით თითოეულ ჩანართის (შინაარსი, რესურსები, ჩანიშვნები), მოდულისა და ღილაკის ფუნქციას (მარკირება, კომენტარის გაკეთება..). ჯგუფებში განვიხილეთ და წარმოვადგინეთ მოკლე პრეზენტაცია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. შევარჩიეთ ერთ-ერთი უკვე დასრულებული პროექტთაგანი და დეტალურად განვიხილეთ მისი ყველა ასპექტი. ვნახეთ შეფასების რუბრიკები. შევქმენით საქაღალდე, სადაც ჩვენთვის საინტერესო მასალები ჩავდეთ. მოკლედ ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. დაგვევალა პროექტის იდეის მოფიქრება და პორტფოლიოს რუბრიკის განხილვა.

მეორე დღეს
დავიწყეთ მოდული 1. აქტივობა 2. ნაბიჯი 1-ის გაცნობა. დაწვრილებით განვიხილეთ, თუ როგორ ხდება კვლევის წარმოება. ჩვენი პროექტი იდეა მოკლედ ჩამოვაყალიბეთ და შეძლებისდაგვარად გავწერეთ დრო და აქტივობები, მოცემული პროექტის გეგმის მიხედვით. ბუკლეტის შაბლონის დახმარებით შევადგინეთ ბროშურა ჩვენ პროექტზე, გამოვიყენეთ
"Publisher"-ი ბროშურის დიზაინისთვის. გავიგეთ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სასწავლო მიზნის შესაბამისი საუკეთესო ინსტრუმენტი. გავეცანით
"ჩეკლისტებს", რის მიხედვითაც შევაფასებთ ნებისმიერ ჩვენს ნამუშევარს,
მასალებს, შესაბამისობას დავალებასთან. ასევე დაწვრილებით განვიხილეთ სტატიის დგეგმვის საფეხურები.
მესამე დღის ტრენინგის დასაწყისშივე გავეცანით help guide-ის ფუნქციებს ( 2007, 2010, XP ვორდის დოკუმენტების გადმოტვირთვა და მასში მუშაობა) და ამის შემდეგ გადავედით მოდულ 2. -ის "სასწავლო პროექტის დაგეგმვა"-ზე, გავეცანით შემდეგ ამოცანებს:
·
სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის
·
მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
·
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა
·
შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა და გონებრივი იერიში
მოვძებნეთ mes.gov.ge
-ზე ჩვენი საგნის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები დაჩავსვით ჩვენი პროექტის გეგმაში.
მოდული 2. აქტივობა 1. ნაბიჯი 2. სასწავლო ამოცანების შემუშავება დავიწყეთ.
მოდული 2. აქტივობა 1. ნაბიჯი 2. სასწავლო ამოცანების შემუშავება დავიწყეთ.
·
ბუნდოვანი, დავალებაზე ორიენტირებული ამოცანები
·
სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან მხოლოდ სამი მიზანი შევარჩიეთ პროექტისთვის.
გავეცანით სტანდარტის შეფასების რუბრიკას.
მოდული 2. აქტ. 1. ნაბიჯი 4.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითვები და შევასრულეთ დავალება.
·
ზოგადი კითხვები ღია კითხვებია, რომლებიც მასშტაბურ იდეებსა და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები ხშირად კროსდისციპლინურია და მოსწავლეებს სხვადასხვა საგანს შორის კავშირების დანახვაში ეხმარება.
·
თემატური კითხვები უშუალოდ უკავშირდება პროექტს და გვეხმარება ზოგად კითხვებზე პასუხების მოძიებაში. თემატური კითხვები ღია ტიპის კითხვებია და ემსახურება პროექტის ძირითადი ცნებების გაგებასა და გაანალიზებას.
·
შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული კონკრეტული კითხვებია, რომელთაც განსაზღვრული პასუხები გააჩნიათ. როგორც წესი, შინაარსობრივი კითხვები მოიცავს განსაზღვრებების დაზუსტებას, ფაქტების გახსენებას, მოვლენის იდენტიფიცირებას. ამ ტიპის კითხვები დამახასიათებელია წერითი ტესტებისთვის. შინაარსობრივი კითხვები ეხმარება მოსწავლეებს ზოგად და თემატურ კითხვებზე პასუხის გაცემაში.
მეოთხე დღე დაეთმო პროექტის შეფასების სქემების, რუბრიკებისა და ჩეკლისტების
განხილვას. გავეცანით შეფასების განრიგს: ფორმალური და არაფორმალური შეფასების სახეებს. გავიგეთ, თუ როგორ ხდება ნამუშევრების შეფასება წინასწარ ჩამოყალიბებული რუბრიკის და სქემების მიხედვით, შეფასება პროექტის დაწყებამდე/მუშაობის პროცესში და მისი დასასრულს. მაგ: ჟურნალი, პროექტის/პრეზენტაციის/ თანამშრომლობითი ჩეკლისტები, დაგეგმვის ფურცლები, გამოკითხვა და ა.შ. ნიმუშებზე დაყრდნობით გავაკეთეთ შეფასების მონახაზი ჩვენი გეგმის შესაბამისად და ჩავსვით პროექტის გეგმაში.
ტრენინგის დასაწყისშივე მოხდა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, ვიმსჯელეთ სტანდარტებზე, ჩვენი პროექტის საკვანძო კითხვებზე, რომლის აქტივობებით ვახერხებთ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
რაც შეეხება შემდეგ აქტივობებს, ეს იყო საავტორო უფლებების დაცვა, ბიბლიოგრაფიის შექმნა ( APA ციტირების პოსტერი, MLA-სტანდარტი), ვებგვერდის სანდოობის შემოწმება სპეციალური ვებ გვერდის შეფასების ფორმის მეშვეობით, კომენტარების გამოყენება Word-ის ფაილში და გავეცანით "მშობელთა ნებართვის ფორმას მოსწავლეთა ნამუშევრების ვებგვერდზე გამოქვეყნებისათვის", რაც ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ნაწილია კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.

მეექვსე დღე.
ტრენინგი დაიწყო მე- 4 მოდულის მე-2 აქტივობის
განხილვით. "სასწავლო ნიმუშების შექმნა".
1. ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
2. მოსწავლეთა ადაპტაცია პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან.
3. მოსწავლეთა უკვე არსებული სავარაუდო ნაშრომები, შაბლონები, მათი შეფასების ფორმები (რუბრიკები, ჩეკლისტები), პროექტის შეფასების ფორმა.
4. გავეცანით ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზებს, რაც ვთვლი, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და გავაცნოთ ჩვენს მოსწავლეებს მისი შინაარსი.

ჩვენ მიერ განხილული შემდეგი საკითხი იყო: მოდული 5. აქტივობა 1. ნაბიჯი 1.
1. შეფასების სტრატეგიები.
2.გაკვეთილზე გამოყენებული შეფასების პროცესის რეფლექსია, განმავითარებელი შეფასება.
3. შეფასების დაგეგმვის ცხრილი.
მთავარი კითხვა
·
როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
·
როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
·
როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები.
·
ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ შევუწყოთ ხელს მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.
გავიგეთ: 1. როგორ უნდა მოვიძიოთ და შევქმნათ დიფერენცირებული სწავლების გზები განსხვავებული ტიპის მოსწავლ(ეებ)ისთვის. 2. როგორ უნდა შევქმნათ დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი) 3. განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.
ვისწავლეთ, როგორ ხდება "developer" - ის ჩართვა და გამოყენება Word-ის დოკუმენტში. ასევე, template - ის გამოყენება.
ვისწავლეთ, როგორ ხდება "developer" - ის ჩართვა და გამოყენება Word-ის დოკუმენტში. ასევე, template - ის გამოყენება.
·
პროექტის დამხმარე რესურსების შექმნა, ბლოგებზე საქაღალდის მიბმა და გაზიარება, რისთვისაც ვიყენებთ
slideshare.com/net.
·
ავტვირთეთ: პროექტის პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, პროექტის გეგმა, რესურსები, tag -ების გაკეთება, ბლოგებზე გვერდების და გაჯეტების დამატება/წაშლა, ბლოგში ვიდეოების და პრეზენტაციების ჩაშენება
მეცხრე დღეს
წარვადგინეთ საკუთარი
ნამუშევრები. ტრენინგის დასასრულს ყველა ის ტექნიკური მხარე კიდევ ერთხელ გადავიმეორეთ, ატვირთვიდან დაწყებული გაზიარებით დასრულებული, რაც შევისწავლეთ.
No comments:
Post a Comment